ბაქოური ვოიაჟი

შარშან ოქტომბერში აზერი კოლეგები ფეხბურთის სათამაშოდ გვსტუმრობდნენ. ხოდა ამ რამოდენიმე დღის უკან უკვე ჩვენ მიგვიწვიეს ბაქოში ბურთის გასაგორებლად. ცხრაკაციანი დელეგაცია შეიკრიბა, რვა მოთამაშე, ერთიც ჯგუფის “თავი”. ( მინდა ავღნიშნო რომ ჭირი სარალიძე რათქმაუნდა ამ ცხრა კაცში მოხვდა, როდის იყო კიბოს ასე ადვილად იშორებდეს კაცი )

ATR–ით გადავფრინდით – რისი ქართველები ვიქნებოდით გზად არ მოგველხინა – ნეიტრალურ ტერიტორიაზე ნაყიდ დიდ ვისკის ბოთლის გამოცლას ერთსაათიანი ფრენა კი ეყო. ხალვათად დატვირთულ თვითფრინავში ხელს არავინ გვიშლიდა გაგველაღებინა. ერთი სტუარდესა თუ აგვივლ–ჩაგვივლიდა ცოტა დაბღვერილი სახით.

მალე მშვიდობიანად დავფრინდით ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში სადაც მასპინძელი შაჰინი დაგხვდა, ვინც მაქედან მოყოლებული წამით არ მოგვშორებია და სამი დღე ზედ გადაგვყვა.

ცოტა იქაური კონტროლის ცენტრი დავათვალიერეთ, ვიღაც ვიღაც დირექტორ–უფროსების მისასალმებელი სიტყვები მოვისმინეთ და როგორც იქნა დაქირავებული ბინისკენ გავწიეთ.

ბაქო

გზად თვალში მოგხვდებოდა გრანდიოზული მშენებლობები, უბრალო საცხოვრებელი კორპუსებიც კი ჩუქურთმებში არის ჩასმული, თბილისში სასტუმროები არაა მასე მოპირკეთებული. გზები ლარში გასწორებული, აქაურობასავით კი არა, სამი–ოთხი წლის წინ დაგებული გზა რომ დაბზარულ–დაღრეცილა.  სანაპიროზე ბულვარი უზარმაზარ სივრცეზეა გადაჭიმული, თითოეული დეტალი კოხტად არის გამოყვანილი. ძველი უბნების ნახვა ხომ საერთოდ ერთ რამედ ღირს.. მაგრამ ამ სილამაზეს კარგი გემრიელი ფასებიც თან ახლავს – ბულვარში ნაყინი ორი ევროდ, სადმე კლუბში კი უბრალოდ ლუდის დალევას შეიძლება ას ევროიანი ანგარიშიც მოაყოლონ ..

 საღამო მოვიდა, სუფრაზე მიგვიპატიჟეს მასპინძლებმა. აქ დაიწყო ჩვენი გუნდის რღვევა. როგორია იჯდე სუფრასთან და მხიარულ ხასიათზე მოსულ კაცს თავი შორს გეჭიროს სასმლისგან.. ცოტა დალევას ბევრი სხვა ვარიაციებიც მოყვა – აღარაა ყველაფერი დასაწერი :)) საღამო დილამდე გაგრძელდა ..

მატჩი

 მეორე დღეს ჩაგვსხეს ეს ნაქეიფარი ხალხი  ავტობუსში და დარბაზისკენ გაგვიძღვნენ. ძაან პატარა ზომის ბურთ–მოედანი დაგვახვედრეს. რომ გავიკვირვეთ –ფუტზალი ეს არისო. მოწინააღმდეგედანაც ორი კაცი არ გვეცნო, მათ ბურთთან ძაან მეგობრული დამოკიდებულება ეტყობოდათ. რაღაც ჩვენი კოლეგობის იმ ხალხს არაფერი ეცხოთ და გააკეთეს კიდეც რეზულტატი – 5/5–ზე თამაშისას ორი ფეხბურთელის ყოლა დიდი ძალაა.

ეს ყველაფერი აიჯამა და საბოლოოდ სასტიკად 7–1 წავაგეთ. ჩვენი პახმელია, გამოუძინებლობა, უჩვეულო პატარა მოედანი ( ეს დარბაზი უშუალოდ იქაური დისპეჩერების განკარგულებაშია და წლობით მანდ თამაშობენ ), ბურთი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ორი დამატებული მოთამაშე, ჩვენი აბდაუბდა თამაში და აგერ შედეგიც.

წამოვედით შერცხვენილები.. საღამოს მორიგი ბანკეტი.. მერე ლიგის ფინალის საყურებლად ბარში გავწიეთ – ლუდის კასრს სოჩიკი ედგა და შენი ხელით ასხამდი ლუდის სასურველ რაოდენობას. მგონი სულ გამოვცალეთ ერთი დიდი კასრი – სმაში მაინც ყოფილიყო შეჯიბრი.. ჩვენი თამაშისგან განსხვავებით კარგი შეხვედრის ყურებით გული გავიხალისეთ და ნაწილი ხალხი კიდევ კლუბისკენ გავიქაჩეთ..

აი ამაში კი ნამდვილად არ ვიცი ბაქო რამდენად შესაფერისი ქალაქია. ყოველშემთხვევაში ჩვენ ვერცერთ ნორმალურ კლუბს ვერ გადავაწყდით და სადაც ამოვყავით თავი, მხოლოდ ჯიბის გამოსაცარიელებლად ვარგოდა. სამმა კაცმა იმხელა თანხა დავტოვეთ, აქ მაგ ფულით ათი კაცი რესტორანში წავა.

ბოლო დღეს ვითომ ქალაქი დავათვალიერეთ, საღამოს კიდევ ერთი სუფრა გაგვიშალეს და ბოლოს აეროპორტისკენ გავწიეთ.

ანიან?!

ჯგუფში გვარად ონიანი გვახლდა. რათქმაუნდა ხუმრობა იყო აწეული, აზერები არ შეგიშვებენ, სომეხი ეგონებითო. წასვლისას აზერი დისპეჩერის ნათესავი იყო საპასპორტოს კონტროლში, მიშა წამში მოეთათბირა. კაი ოცი წუთი აწვალა ჩვენი ონიანი  – შენ სომეხი ხარ, უნდა გადავამოწმოთო.. დიმა იქ მთელ სვანების გენიალოგიას უყვებოდა, აზერი კი როლს კარგად ითავსებდა და გაყინული სახით ისევ უმეორებდა – ტი სინოკ დლა ნას დრაგაცენი გრუზ, პავიზომ ვ კარაბახ, ტამ ნა სვაიხ პამინაემ ტებია..

ვიდექით კონტროლის ხაზს აქეთ დანარჩენები და სიცილს ძლივს ვიკავებდით – ჰა დიმა რა ხდება არ გიშვებენ?! რაზეც ონიანი გაკვირვებული ხელებს შლიდა – ამათ შიგ ხომ არ აქვთ, რეებს მებაზრებიანო :)) ბევრი აღარ ვუხეთქეთ გული.. ჩასხდომის დრო ახლოვდებოდა.

ჩამოვედით ასე საქართველოში, მთავარი მისია რეალურად ურთიერთობის გაღრმავება და გართობა იყო, მაგრამ მაინც ხინჯი იყო ასე მწარედ წაგებული შეხვედრა :)) ახლა საკუთარ თავზე გამოვცადე ჩვენი ბედოვლათი ნაკრების ბედი. რაიცი რამდენჯერ ჩასულან ასე უცხოეთში, ყირაზე გადასულან და მეორე დღეს გემრიელი ანგარიშით წაუგიათ. მერე დამჯდარა გულშემატკივარი და უამრავი საათი უმსჯელია – აი იმას ტრამვა ქონდა, ის ფორმაში არ იყო, ამას იქ ფეხი დაუცდა…  თორემ..

რა თორემ, რა თორემ :))) გამარჯობა, ჩვენ ქართველები ვართ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: