ლხინში “გულშემატკივარი” ხალხი

ხოდა დღეს კალათბურთის თამაშზე ვიყავი, ოდნავ მაინც სპორტს კაცი თვალს თუ ადევნებს, კი იცის რა ხდება და როგორაა საქმე – “ა” დივიზიონში გადავედით და დღევანდელ თამაშამდე შანს ვინარჩუნებდით ევროპის ჩემპიოანტზე ამოგვეყო თავი. ეს არის გუნდი, რომელმაც მოგებას მიგვაჩივია და უკვე მრავალჯერ გული გაგვიხარა.. და რა ხდება ამ დროს:

საუბარს არ გავწელავ, მოკლედ ვიტყვი – არ წაგვივიდა თამაში, ნუ წავაგეთ საზიზღრად – ხალხი,  უკვე რომ შეატყო რომ ვაგებდით ადგა და წავიდა, თამაში ნაადრევად დატოვა – კაი, ისევ ვინმე იწყენს და ამიტომ დავძენ, პიროვნულად ყველას საქციელს არ ვარჩევ, ზოგადად რომ შევხედოთ საკითხს რა გამოდის, როცა ლხინია და ვიგებთ, ერთად ვართ, ქართველები ვართ, მაგრები ვართ; არ წაგვივიდა საქმე – ქუდს ვიხურავთ და თითქოს არც არაფერი მომხდარა იქაურობას ვეცლებით.

ეს ხალხი დავუდგებით ერთმანეთს გვერდში?! თამაშში და გართობაში არ ვიცით ბოლომდე მხარდაჭერა და გვერდში დგომა და ომში და გაჭირვებაში მივცემთ ერთმანეთს მხარს?!

ამათი ვაიპატრიოტობა მოვტყან, შეგნება და აზროვნება, კაცის შრომის დაფასება არ ვიცით, მხარდაჭერა არ ვიცით, ტკივილის და სიხარულის ერთად გაზიარება არ ვიცით, რა ვიცით საერთოდ?!

ვერც ჩემ თავს ვიტან, იმის ნაცვლად ბრაზი და აგრესია დამებადოს, უფრო და უფრო ინდეფერენტული ვხდები და სულ ვიკიდებ გარშემო რახდება, ამ ტიპების შემყურე, რისთვის უნდა იშალო ნერვები, მგონი იმ ჭკუაზე ვარ, ერთ დღეს ქუდი დავიხურო და საერთოდ სადმე წავიდე