Live traffic

ღამის მორიგეობაა, ზომიერად დატვირთული გარემოა, რვა–ცხრა ბორტი მყავს ერთდროულად ხაზზე. პეგასის ავიახაზების ბორტი შემოდის ჩვენს სივრცეში (“სანტურკ” საძახისით). აქედან იწყება გაუგებრობების მთელი კასკადი.

ორ–სამჯერ სხვა ბორტს ვაძლევ ინსტრუქციას, აბსოლიტურად განსხვავებული სახმისისას და მათ ნაცვლად ჯიუტად სანტურკის პილოტი მპასუხობს. რამოდენიმეჯერ მომიწია მისთვის განმარტების მიცემა, რომ დარჩი ჩემს სიხშირეზე, აღნიშნული მესიჯი სხვა ბორტისთვის არის განკუთვნილი–თქო. სანაცვლოდ გაუგებარ პასუხებს ვიღებდი.

მერე იყო და ეთერში გამოდის და მეკითხება –  “რა მითხარი რა სკვოკი დავაყენოო?!”.

სკვოკი (Squawk ) მოკლედ რომ ავხსნა ციფრული კოდია, რომელსაც თვითმფრინავი ასხივებს, რომ მისი იდენტიფიცირება მოხდეს. ეს სიტყვა და მისი შეცვლის ინსტრუქცია იმ ღამეს ეთერში საერთოდ არ მიხსენებია. პილოტს რა მოელანდა, არ ვიცი.

რადარზე გაკვირვებული ვუყურებდი სანტურკის გამქრალ ინფორმაციულ ლაბელს, ნაცვლად მხოლოდ გაუგებარი ბლიპი და ოთხციფრა კოდი რომ ჩანდა.

ბოლოს დავაბრუნებინე ძველი კოდი, მისი ლაბელის ხელახლა გამოსაჩენად. ამასობაში ჩემი სექტორიც გადაიფრინა და გახარებულმა, რომ ძლივს ეს ჭირვეული პილოტი მოვიშორე,  ბორტი მეზობელ ზონას გადავულოცე ..