დღე პირველი
აპრილი 23, 2011 3 Comments
-
წელიწადზე მეტხანს გაწელილი სწავლის პერიოდი დასრულდა. 14 აპრილს, ჩემს დაბადების დღეზე ოფიციალური ბრძანებით დავინიშნე სამუშაო პოზიციაზე. 20 აპრილს კი პირველი სმენა მქონდა, როცა უკვე ჩემ პასუხისმგებლობით ვიჯექი პულტთან ყველაზე დატვირთულ სამუშაო პერიოდში.
ვერ იყო მთლად სასიამოვნო გრძნობა, როცა მაინც ახალბედას საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე ამეკიდა მხრებზე. შეჩვევის ამბავია, დრო მოიტანს სიმშვიდეს და მეტ თავდაჯერებულობას. ისე რეკორდიც მოვხსენი, რასაც იმედია ამიერიდან არასდროს “გავაუმჯობესებ”.
22–ში ჩვენს ყოფილ ტრეინინგ–მენეჯერს შევხვდით. სამუშაო ვიზიტით იყო ჩამოსული და საღამოს დრო გამონახა ჩვენთან ერთად ლუდი დაელია. აერობუსის გაყიდვების მენეჯერიც თან ახლდა. ბევრი ვიცინეთ რიგ ამბებზე. ფრანგი ხუმრობდა – დილით საუზმე გვქონდა, მერე დამატებითი საუზმე. მერე სადილი და ბოლოს კიდევ ერთი დამატებითი სადილიო. საქეიფოდ ჩამოუყვანიათ ეს პატიოსანი ხალხი.
ხვალე დილით ავდგები, სმენაში წავალ – მოვაწერ ხელს ჟურნალში, სადაც აწი უკვე კიდევ მრავალი წელი მივათხაპნი ჩემს გვარს. ახალი დრო მოვიდა, ახალი ეტაპი იწყება.
კომენტები