ოც წამიანი ამბავი
იანვარი 13, 2014 5 Comments
ჩვეული სამუშაო დღე იყო.. ცოტა ცუდი ამინდით.
რადიოკავშირზე 5–6 ბორტი თუ მყავს.
ერთ ერთი მათგანი 33 000 ფუტ სიმაღლეზე მიფრინავს (10 კმ დაახლოებით). სიმარტივისთვის ასეთ დროს ხომალდის სიმაღლე ჩვენს სამუშაო მონიტორზე საინფორმაციო ლეიბლზე ციფრ 330–ით არის გამოსახული.
რამოდენიმე წუთიც და (პირობითად KLM 871) ბაქოელებს უნდა გადავულოცო სიხშირეზე..
ამ დროს:
– ” Tbilisi control, KLM 871..” – პილოტის დაძაბული ხმა გაისმის ეთერში..
– “KLM 871, Yes go ahead”.. ჩემი ყურადღება მის ლეიბლზეა გადატანილი.. ვუყურებ და სიმაღლის მაჩვენებელი 327–მდე ვარდება (ჯერ მხოლოდ 300 ფუტი).
ბორტი განმეორებით მეძახის – ჩემი უკუპასუხი ვერ მიიღო ალბათ.. სიმაღლის მაჩვენებელი ამასობაში 322–ია უკვე.
ხელახლა ვეძახი, მეც ცუდის მოლოდინში მთლიანად დაჭიმული – ვუყურებ, თუ როგორ ეცემა ინსტრუქციის გარეშე თვითმფრინავის სიმაღლე. წამის მეათედიც და უკვე ეთერში “MayDay, MayDay, MayDay!!!” რამე მსგავსის, ბორტზე სერიოზული პრობლემის მაუწყებელი მესიჯის მოლოდინში ვარ..
– “Yes.. Tbilisi we’ve got some strong wind pushing us down, we’ve lost about 700 feet with 3 000 feet/per minute.. unable to maintain present level..”
ცოტა ამოვისუნთქე..
– ” KLM 871 maintain whichever level you’d like.. no traffic around you..”
– ” Still turbulence – Request to descent Fl 310, KLM 871 ”
– ” Roger descent FL 310 … is it smooth now?!”
– ” Affirm, smooth at level 310..”
– ” Good.. now contact Baku on 129.0, have a nice flight..”
– ” 129.0, thank you.. bye bye Sir…”
მოკლედ ასე – ყველაფერი უწყინრად დასრულდა.. მაგრამ ამ ალბათ სულ ოცწამიან ამბავში ადრენალინის ის დოზა იყო გამოყოფილი, რასაც ბევრი ექსტრემალი ათას გიჟურ ტრიუკის შესრულებისას განიცდის .. მგზავრები კი, საწყისი ვარდნისას ერთი კარგად აეკრობოდნენ სალონის ჭერს.. შიშის ჭამაზე აღარაფერს ვამბობ..
ხოლო მე ჯობია ნაკლებად ვუყურო National Geographic-ზე თვიმფრინავების კატასტროფებზე გადაცემებს..
კომენტები