Maintain FL 320

    ჯერ პრაქტიკის ხანა მიდგას. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, ეთერში გასვლისას ხმა რომ ლამის მიკანკალებდა და გამართულად ორ ფრაზას ვერ ვაბამდი.
    ხოდა ღამის სმენაა, ლავრენტა მიზის გვერდში. უცნაურად ხდება ხოლმე – სულ ორი კინკილა თვითმფრინავი დაფრინავს საქართველოს ცაზე. ეთერში გასვლებს შორის იმხელა პაუზაა, პილოტები თავს იქით მახსენებენ:
    – ” radio check ” – დუმილით დაეჭვებულები, ხომ ყველაფერი რიგზეაო – ევროპულ ცაზე ნაფრენნი, არ არიან ჩვეულნი ეთერში ასეთ დუმილს.
    – ” read you five ” – აქედან ამშვიდებ, მოშვებული, ცოტა შებეზრებული ამგვარი უმოქმედობით.
სულ რაღაც ერთეული წუთები გადის, სულ მცირე დრო – ჯერ კიდევ არხეინ გუნებას რომ ვერ ელევი, ვერც იაზრებ რომ აი წამიც და გონების მთელ სიმძლავრეზე დაქოქვა მოგიწევს – ერთმანეთზე გადაბმული ათეული თვითფრინავი ერთი წერტილიდან ერთად აწყდება შენს კონტროლირებად სივრცეს – უკვე სკამზე ვეღარ ხარ არხეინად მიწოლილი, მიკროფინი ნერვიულად გაქვს ჩაბღუჯული და თვალებით მონიტორს ხარ მიწებებული..

– ” Tbilisi control, Lot 723, Flight level 330, direct Obora ”
– ” Good morning Lot 723, Tbilisi control, Identified, report when ready for descent ”
– ” call you when ready for descent, Lot 723 ”
– ” Hello, it’s Speedbird 236, maintaining level 320 ”
– ” Hello Speedbird 236, Tbilisi control, Identified ”
– ” Tbilisi, Turkish 91, request ”
– ” Turkish 91, Tbilisi ”
– ” Request climb flight level 360 ”
– ” Turkish 91, Report Mach number at requested flight level ”
– ” Mach .79, Turkish 91″
– ” Lufthansa 354 report Mach number ”
– ” Mach .80, Lufthansa 354 ”
– ” Turkish 91, Climb flight level 360 and maintain Mach . 80 or less ”
– ” Climbing FL 360, Maintaining Mach .80 or less ”
– ”  Lufthansa 354, Maintain Mach .80 or greater ”
– ” Maintaining Mach .80 or grater, Lufthansa 354 ”
– ” AirFrance 220, contact Tbilisi control on 125.125,  Good bye ”
– ” Tbilisi controls, 125.125,  AirFrance 220 ” …

    მხოლოდ რამოდენიმე ათეულ წამის ეთერში საუბარს გადმოსცემს ეს მცირე ჩანაწერი, თითოულ სიტყვას გონებაში კალკულაცია რომ ახლავს: “ეს ბორტი ამას ხომ არ უახლოვდება? ფრანგის აწევა, იმ თურქს ხომ არ შეუშლის ხელს? ” – ზიხარ დაძაბული, გონებაში თვლი, თვლი, კიდევ თვლი – ათი მილი იქნება?! კარგია ესეიგი, დავაი ავწიე.. შენ ცოტა სიჩქარე დააგდე, შენ მოუმატე..
    ფიქრი, გადაწყვეტა, ეთერში გასვლა – ერთმანეთზე მიბმული უსწრაფესი პროცესი ხდება..
    ერთი საათი წამად იქცა, დაძაბულობამ დრო გადაყლაპა – დასასვენებლად გარეთ გამოვედი, ცას ავხედე – თბილისის ცაზე ჯარისკაცებივით სწორად ერთ ხაზზე ჩამწკრივებული ბორტები მიფრინავდნენ.
    – ” ხუთი წუთის წინ მე დავალაგე ეს ხაზი ” – ჩემთვის კმაყოფილმა გავიფიქრე..

    – ” პატივცემულო მგზავრებო, ჩვენ უსაფრთხოდ დავფრინდით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დიდი მადლობა რომ იმგზავრეთ ჩვენი ავიაკომპანიის საშუალებით… “