Madrid Tips

მოკლედ ვისაც სამსახურიდან აწი მოუწევს სენასაში სასწავლებლად წასვლა, ვეცდები ჩემი გამოცდილება გავუზიარო, რომ ბევრი წვრილმანი იმაზე ადვილად მოაგვარონ, ვიდრე თავად მომიხდა.

compostela

ჩასვლა

აეროპორტში კომპოსტელას სასტუმროს „მარშუტკა“ დაგხვდებათ, გამოსასვლელთან იქვე მარჯვენა კუთხეში იდგა. თავად უნდა მოძებნოთ. სურათზე გამოსახული ლოგოთი ადვილად იცნობთ მას.

საყიდლები/კვება

map_1Mercadonna (Plenilunio) – ეს სუპერმარკეტი იქნება თქვენი საუკეთესო მეგობარი, მადრიდში ყოფნის განმავლობაში, სადაც ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ. ასევე არის უამრავი რესტორან/კაფეტერია განთავსებული, თუ სახლში საჭმლის მზადება გეზარებათ.

თუ დაიკარგეთ, ხალხსაც პლენილუნიოს ხსენებით ადვილად გააგებინებთ, რა ადგილზე გინდათ მისვლა.

მგზავრობა

ქალაქში გასასვლელად ჯერ ავტობუსი, ხოლო შემდეგ მეტრო დაგჭირდებათ. 77 ავტობუსი არის ყველაზე კარგი ვარიანტი ქალაქში მოსახვედრად (1,5 ევრო მგზავრობა), შემდეგ მეტროში ჯობია 10–ჯერ გამოსაყენებელი ბილეთი (11,2 ევრო) შეიძინოთ, სანამ მუდმივ სამგზავრო ბარათს დაამზადებთ.

77–ის გაჩერება იქვეა, 20–25 წუთი მაინც მეტრო Canillejas (კანიეხას)–მდე ივლით. ავტობუსებში უფასო WiFi არის და მეტროს თუ ასე მგზავრობა გირჩევნიათ, მეორე ვარიანტია გაყვეთ ბოლო გაჩერებამდე და კანიეხასის ნაცვლად Ciudad Lineal–ში ჩაძვრეთ. ამით მეტროს ერთ სამ სადგურს გამოტოვებთ, მაგრამ დროში მგონი რომ წააგებთ.

ავტობუსები მგონი მთელი ღამე დადიან, პირადად ღამის 3–ზეც გავყოლილვარ კომპოსტელამდე. ოღონდ ლოდინი შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ გაჩერებაზე (ეს ღამის ავტობუსი რატომღაც 5 ნომერი გაეძრო, მაგრამ მარშუტი 77–ის ჰქონდა).

ჩვენსკენ მომავალი მეტროს ხაზი 2 საათამდე მუშაობს და არის ვარიანტი ქალაქიდან უკან მომავალი ბოლო გაჩერებაზე ამოხვიდეთ Alameda de Osuna–ზე, საიდანაც 20 წუთის ფეხის სავალია კომპოსტელას აპარტამენტები.

არც ტაქსია სასწაულად ძვირი სიამოვნება – ქალაქის ცენტრიდან 20 ევროდ კი წამოხვალ კაცი. კომპოსტელა–აეროპორტი: 15 ევრო. მეტრო Canillejas – კომპოსტელა: 7 ევრო.

სამგზავრო ბარათი:

tabacusმეტრო ტრიბუნალთან ამოხვალთ და 50–100 მეტრში მიხვალთ სიგარეტების მაღაზიაა (ფოტოზე იხილეთ), 17:00–ის მერე იხსნება (მგონი 14:00–17:00 ეს პერიოდია შესვენების), ჯობია ცოტა ადრე მიხვიდეთ და რიგი დაიკავოთ. ერთ თვიანი სამგზავრო ბარათი 54 ევრო ჯდება, ხოლო პლუს 5 ევროს პლასტმასის გამჭირვალე ჩასადებში გახევენ – ასე რომ ის „პროტექსიონი“ შეგიძლიათ ზრდილობიანად უკან გაუწოდოთ, და მცირედი თანხა დაზოგოთ.

ბარათზე A ზონას ჩაართმევინებთ, დანარჩენ ზონებში სავარაუდოდ არასოდეს წახვალთ და ტყუილად ზედმეტი თანხა რომ არ გადაიხადოთ. მარტივად ლურჯი შეფერილობის ავტობუსებში (მწვანე ავტობუსებში A ზონის ბარათი არ ჭრის) და მეტროში აწი ერთი თვე ასე ივლით.

რახან ადგილზე 35 დღე რჩებით, ბოლო დღეებში ვადაც გაუვა და მოგიწევთ ერთჯერადი ბილეთების შეძენა, ან სახლში ჯდომა.

მუზეუმები

ნაკლები ხარჯის გასაწევად ჯობია მუზეუმების მოსანახულებლად ტრიპლეტი ბილეთი იყიდოთ და სამ ერთეულს 28 ევროს იხილავთ.

მაგრამ – გარკვეულ დროის მონაკვეთებში უფასოდაც შეგიძლიათ ნახოთ რიგი მუზეუმები. Reina Sofia მაგალითად საღამოს 7 დან 9 მდე უფასოა – სადაც დალის, პიკასოს და სხვა მრავალ მხატვრის ნამუშევრებს ნახავთ.

აუცილებლად ნახეთ Prado-ს მუზეუმი, სადაც უამრავი ცნობილი მოქანდაკის და მხატვრის ნამუშევრებია გამოფენილი. ერთ დღეში შეუძლებელიც კია ნორმალურად დაათვალიერო იქაურობა. დადიხარ უზარმაზარ სივრცეში და ბოლოს უბრალოდ იღლები და იქაურობას ეცლები.

ასევე Royal Palace სადაც 10 ევრო ღირს შესვლა.

მანქანის ქირაობა

ამ საკითხში მე მაინცდამაინც კარგი მრჩეველი ვერ ვიქნები, რადგან ვისაც ველაპარაკე, სულ სხვადასხვა სიტუაცია მომიყვნენ. ჯობია თქვენით უკეთ გაერკვეთ რა როგორ არის. ჩემი „ცუდი“ გამოცდილება კი ასეთია:

ჯობია ონლაინ დაბრონო მანქანა. სხვები ფირმა ჰერცს აქებდნენ და მანქანა სადღაც ქალაქის ცენტრიდან ხსნიდნენ. 3–ჯერ ვიქირავეთ მანქანა და სულ სხვადასხვა ვარიაციები ხდებოდა, ასე რომ რა ფასებსაც დავწერ, ძაან პირობითია.

1. 50 ევრო დაგვიბლოკეს ფასი, პლუს 50 ევრო საწვავის (სავსე ბაკს გაძლევენ) და სავსე ბაკით რომ დავაბრუნეთ, ეს თანხა უკან დაბრუნდა. ბაზისი დაზღვევა მანქანას ისედაც აქვს, და არსებობს მეორადი, სრული დაზღვევა – ეს გადასახადი არაა სავალდებულო, მაგრამ 700 ევროს გვიბლოკავდნენ ბარათზე, თუ რამე მოხდებოდა თანხა რომ ჩამოეჭრათ. ასე რომ გავხდით იძულებულები პლუს კიდევ ზედმეტი 50 ევრო გადავიხადეთ სრული დაზღვევისთვის რომ ამხელა თანხა არ დაებლოკათ.

2. Europacar (იქვე სენასასთანაა ოფისი) – 120 ევრო ოთხ დღეზე. საწვავის თანხა არ შედიოდა, წავიღეთ სრული ბაკი, დავაბრუნეთ სრული ბაკი. სრული დაზღვევა არ გავაკეთეთ, და ზედმეტად დაგვიბლოკეს სანაცვლოდ 150 ევრო. რომელიც უკან დაბრუნდა.

წესებს ნუ დაარღვევთ, (სიჩქარის გადაჭარბება, პარკინგის გადასახადი), რა ბარათითაც ბრონავ, თუ რამე დარღვევა დაფიქსირდა 1 თვის მერე იმ ბარათიდან ჩამოგაჭრიან ფულს. ეს რომ აირიდო, ანგარიში უნდა გააუქმო და ა.შ. იწვალო. და უსაფრთხოებისთვისაც და ამ ხლაფორთის თავიდან ასარიდებლად მოიქეცით ცივილურად 😀

– მძღოლი ვინც არის, იმის ბარათით იბრონება მანქანა, თუ არადა ყველაფერზე 50 ევროს იძახდნენ ჯარიმას.
– ნუ იტყვით, რომ სხვა ქვეყანაში აპირებთ გადასხვლას – ასევე ზედმეტად დაგჩარჯავენ.
– თუ საწვავის თანხა დაგიბლოკეს, ბაკი შეგიძლიათ მანქანის ჩაბარებამდე 150–200 კილომეტრით ადრე აავსოთ – ეკონომრეჟიმში ისე გაივლით ამ მანძილს, ბაკის ინდიკაციაზე „კუბიკიც“ კი არ ჩამოვარდება, და ჩაბარებისას როგორც სრულ ბაკს, ისე გიანგარიშებენ.
– რათქმაუნდა დიზელის ქირაობა ჯობია, საწვავზე ნაკლებ თანხას დახარჯავ
– ბლოკირებული თანხის მოსახსნელად შეგიძლიათ რესპუბლიკა ბანკის ონლაინ დახმარებას მიმართოთ. ნომერს მიწერთ, გადმოგირეკავენ და მერე აუხსნით სიტუაციას:

სიტყვაზე 300 ევრო დაიბლოკა ჯამში, 100 ეკუთვნის ფირმას, ხოლო 200 ზედმეტად დაგიბლოკეს: საწვავის თუ დაზღვევის. ქირაობიდან 2–3 დღეში მანქანის გამქირავებელი კომპანია თავის კუთვნილ თანხას წაიღებს (100 ევროს), ხოლო ის 200 დარჩება ბლოკში. რახან ერთიდაიგივე request–ის საფუძველზე იქნება ეს ჯამური 300 ევრო დაბლოკილი და ბანკი დაინახავს, რომ უკვე ნაწილი ფული ფირმამ წაიღო (100), იმ დანარჩენ თანხაზე (200) 1–2 სამუშაო დღეში ბლოკს მოგიხსნის.

სენასა

senasaჩვენ ერთი კვირა 9–ზე ვიწყებდით სწავლას, დანარჩენი დრო 8–ზე.

კომპოსტელას მარშუტკას ნახევარი საათით ადრე გაყავხარ სენასასკენ. უკანა გზაზეც გაკითხავენ. 20 წუთში ფეხითაც შეგიძია მიაღწიო სენასამდე.

დილით ჭამა თუ გინდა მოასწრო, ნახევარი საათით ადრე უნდა მიაკითხო კაფეტერიას, სადაც უფასოდ გვეკუთვნის საუზმე.

როცა რვაზე იწყება სწავლება, კაფეტერიას მასე ადრე არ აღებენ და მისაღებში უნდა შეახსენოთ, რომ ადრე გააღებინონ სპეციალურად თქვენთვის.

თავად სენასაში დიდი დიდი ყავა დალიოთ და აპარატის სენდვიჩები მიირთვათ, ასე რომ ჯობია არ დაიზაროთ ცოტა ადრე დაგომა.

თუმცა ხშირად ლექტორებიც გვიმასპინძლდებოდნენ სახლიდან წამოღებული ესპანური საჭმელებით :)))

საფეხბურთო თამაშები

მადრიდის რეალის და ბარსელონას თამაშებზე გადამყიდველებისგან ყოველთვის იყიდით ბილეთს.

მადრიდის ატლეტიკოს ბილეთები კი ისედაც იაფია, და არც მომიკრავს თვალი გადამყიდველებისთვის. 25 ევრო ღირდა მაგალითად ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ოლიმპიაკოსთან საკმაოდ ნორმალური ადგილი.

თამაშზე ნუ მიხვალთ ბოლო წამს, რადგან არც ესპანელებს უყვართ პუნქტუალურობა და ვისენტე კალდერონზე შესვლა ვერაა კარგად ორგანიზებული – ასეულ მეტრის რიგი იდგა თამაშის დაწყებამდე ათი წუთით ადრე.

რეალი–ლივერპულზე 95 ევრო ეწერა ბილეთს და მთავარია მოიცადო, როცა თამაში დაწყებისკენ მიდის, ფასები კლებულობს. მე 75 ევროდ დამითმეს ეს ბილეთი. ევაჭრეთ მაქსიმალურად.

ბარსა–სევილიას თამაშზე მინიმალური ფასი 85 ევრო იყო ბილეთის. თამაშის დაწყებამდე მოვითმინეთ, და მართალია ლამის ჭერში ვიჯექით, მაგრამ მაინც 30 ევროდ შევედით შეხვედრის საყურებლად.

ამ შემთხვევაში აბონენტი დაგვითმო ერთმა მაროკოელმა, სანაცვლოდ მართვის მოწმობა დაიტოვა და გარეთ დაგველოდა. შეხვედრის მერე გავცვალეთ ისევ აბონენტ–მართვის მოწმობა და ასე დავშორდით. მიღებული პრაქტიკაა.

გართობა, ცოცხალი მუსიკა

არცერთი შაბათ–კვირა მადრიდში არ გამიტარებია, შესაბამისად ბევრს ვერაფერს გირჩევთ.

El Junco ერთი ამ კლუბში ვიყავი მეტრო ალფონსო მარტინესთან, სადაც კარგ ცოცხალ მუსიკას მოუსმენთ.

კონცერტი გვიან 11 საათზე იწყება ხოლმე და 7–9 ევრო ღირს დაახლოებით შესვლა. ბილეთით ან ლუდი ან ერთი შოტი გერგება. შოუ ღამის ორამდე გრძელდება და მეტროს უკან წამოსასვლელად კი უსწრებთ.

Disneyland და Roller Coaster ვისაც გინდათ Warner Parque–ს ეწვიეთ. 40 ევრო მთელი დღე და პლუს ავტობუსი და საჭმელი – არ ინანებთ ( C. ერეშასგან 😀 )

მობილური ოპერატორი

სიმ ბარათი vodafone–ის აიღეთ 10 ევროდ 50 sms 50 წთ და 500 mb ინტერნეტით (ან 15 ევროდ უფრო მეტი მეგაბაიტებით). ჩვენს სუპერმაკეტში ინგლისურად ვერაფერი გავაგებინეთ და სიმი მეტრო სოლ–თან ავიღეთ, სადაც პერსონალი ინგლისურად საუბრობს.

სავარჯიშო დარბაზი

იქვეა დარბაზი, კომპოსტელასთან – 1 თვე 50 ევრო

Tax Free

ერთ მაღაზიაში 90 ევროზე მეტს თუ ივაჭრებთ, შეინახეთ ჩეკები. წამოსვლისას იმავე მაღაზიაში ეს ჩეკები მიიტანეთ Tax Free ახსენეთ და რაღაც ფურცლებს გაგიფორმებენ. თან პასპორტი იქონიეთ.

მერე ბარახასის აეროპორტში ნახავთ Tax Free–ის ოფისებს და გარკვეულ თანხას უკან დაიბრუნებთ. სანამ Tax Free–ის ოფისს მიაკითხავთ, ამ ფურცლებზე და ჩეკებზე აეროპორტში რაღაც ბეჭედი უნდა დაარტყმევინოთ, რომლის ოფისიც 22:00–მდე მუშაობს ნეიტრალურ ზონაში.

ასე რომ თუ მაგ დროს გადააცილეთ და მერე მიხვედით აეროპორტში, აღნიშნული ბეჭედი საზღვარზე უნდა დაარტყმევინოთ, სანამ საპასპორტო შემოწმებას გაივლით. პირადად არ გამივლია ეგ პროცედურა და იმედია თავად უკეთ გაერკვევით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: