ისევ ლიტვისკენ

litva    აბა რა გამახსენდება მოკლედ, სულ არაფერს ასე გაკვრით მაინც ვთქვა როგორ იყო საქმე:

    ჯერ იყო თბილისი და შეცდომით დარიცხული 1500 ლარი. გამიხარდა და მალევე მეწყინა, როცა სამსახურიდან ზარიც მოყვა და უკან დაგვაბრუნებინეს შეცდომით დარიცხული თანხა.

    მერე სამი საათი აეროსვიტს ველოდეთ. მიზეზი – იმათ ამათ ფული არ გადმოურიცხეს და სანაცვლოდ ამათ იმათ საჰაერო სივრცეში შემოსვლა აუკრძალეს.

    დრო კახელებში ვახშმობით მოვკალით. ამასობაში ხოხოლ–გრუზინებმა ფულზეც მოილაპარაკეს და რამოდენიმე საათში ვილნიუსში მშვიდობიანად დავფრინდით.

    გარეთ წვიმს და უჟმური ამინდია, იქაური დროით ღამის სამი საათია, აქაურით – ხუთი. სასტუმროში მივედით და ლოგინში შევძვერი. ოთახში ვინ მყავს შემოსახლებული, აღარ ავღნიშნავ – გაცვეთილი თემაა. თან ხვრინავს და კიდევ ხო ყურსასმენში მუსიკის სიგნალი უფრო მძლავრია, ვიდრე მისი ხვრინვისგან წარმოქმნილი ტალღები.

    დილით ვიღვიძებ – ნაცნობი სახეები, ნაცნობი გარემო, განრიგიც ნაცნობი. შარშან აშკარად უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა გარშემო ყველაფერი. წელს ემოცია ნაკლები. თან გაციების გადამკიდე ანტიბიოტიკებს ვსვამ, სასმელს ვერ ვეკარები. ხასიათზე მოსასვლელად კი ჩემთვის ერთი–ორი კათხა მისწრებაა. თან ერთი ბარია – იფ იფ ისეთი ლუდი აქვთ! იქვე ხარშავენ..

    შემდეგ დღეს ტურნირი დაიწყო. დილაუთენია თამაშებია, მერე თავისუფალი დღე და რაც გინდა აკეთე.

    ერთ საღამოს იქაურმა კოლეგებმა მიგვიპატიჟეს – ზაფხულში თავად გვსტუმრობდნენ თბილისს და მაშინდელი პატივისცემა ახსოვდათ. მანამდე სადღაც უბრალო ბარში მსუბუქად ვისადილე, იმის იმედად, რომ მოგვიანებით გემრიელად მოვილხენდით.

    გულზე შემომეყარა, როცა საღამოს რესტორანში მენიუ გადავშალე და ზუსტად იგივე არჩევანი დამხვდა, რაც რამოდენიმე საათის წინ ბარში წახემსებისას. წამიერად ჩვენებური უხვად გაშლილი ქართული სუფრა გამახსენდა..

    შემდეგ დღეს ტურნირიც დასრულდა – მერე დახურვის ცერემონიალი, ანუ ბევრი ალკოჰოლი და ღრეობა. მე ვზივარ ისევ ფხიზელი.. თავი ცოტა ტატიანსთან საუბრით შევიქციე. არა ეს ფლირტის გაბმის ცდა სულაც ნუ გეგონებათ მეგობრებო. ტატიანა ორმოცს მიტანებული წარმოსადეგი ქალია, რომელიც ასევე თბილისში გავიცანი და კარგი ნაცნობობაც ჩამომიყალიბდა.

    ხალხი გამოთვრა, მიმოიფანტა – სასტუმროს ბარს მოედო. მხიარულობა მეც გადმომედო და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ხუმრობა–ლაპარაკაში ლამის დაგვათენდა.. ბოლოს ისევ ბარმენმა იყოჩაღა – თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ ვიკეტებით და კულტურულად დაგვახვევინა..

    მერე როგორც ხდება ხოლმე, იყო ერთი–ორი ისევ ძმაკაცური ჩახუტება და ფიცი, რომ ერთმანეთს სტუმრად აუცილებლად ვეწვეოდით და გამგზავრებამდე რამოდენიმე საათით თვალის მოსახუჭად გავილალეთ.

    შევდივარ ოთახში და ის კი ისევ გემრიელად ხვრინავს, სასწრაფოდ ipod–ს დავწვდი..

    დილით თეიმურაზი (ლიტველი კოლეგა) დაგვადგა და დანაპირები შეასრულა – ქალაქგარეთ წაგვიყვანა და ძველი ციხესიმაგრე დაგვათვალიერებინა. ეს კაცი ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასეთ კეთილ ადამიანს იშვიათად თუ გადაეყრები.

    მშვენიერ გარემოში ამოვყავით თავი – ტბები და პატარა კუძულებზე გაშენებული ციხექალაქი. ყინავდა, მაგრამ თემომ თერმოსით წამოღებული ჩაი შემოგვთავაზა – ცხელმა სითხემ გათოშილ სხეულში საამოდ დაგვიარა, გავთბით.

    მერე ადგილობრივი სამზარეულო კიდევ ერთხელ დავაგემოვნეთ და გეზი აეროპორტისკენ ავიღეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: