Barca & F1 – 2

დილით, იმ ფიქრის გადამკიდე, რომ ბევრი რამ გვაქვს სანახავი დილაუთენია წამოვდექით ფეხზე.

ჩვენ ახლად გამომცხვარ თურქ ძმასთან ვივახშმეთ, მისი ” ბიჭო, ბიჭოს” ძახილის და ღიმილის თანხლებით და ორ ჯგუფად გავიყავით – გიორგა და მანჯგალამ ქალაქის დასათვალიერებლად გაწიეს, მე და ივანამ კი მატარებლის სადგურს მივაშურეთ, ფორმულა ერთის ტრასისკენ გვქონდა გეზი.

მე და ივანა მატარებლით თითქმის ერთი საათის მგზავრობის შემდეგ კოპწია ქალაქში ჩავედით, ცოტაც ფეხით ვიარეთ და სანტანდერის ტრასასაც მივადექით. შორიდან გასახურებელ წრეზე გამოსული ბოლიდების ხმა ისმოდა, გარშემო ხალხის ზღვა მოგყვებოდა – ისეთი განწყობა დამეუფლა, ჯიბეში თუ რამე ფული მედო, იმ წამს ყველაფერს გადავიხდიდი და ბილეთის შოვნის გარეშე უკან არ გამოვბრუნდებოდი.

 ტრასას როცა მივადექით, უიმედოდ გავხედეთ დაცარიელებულ სალაროებს. ვიღაც ტიპი გვედგა გვერდზე, გამოველაპარაკეთ, ბილეთებზე დავიწუწუნეთ.
– სხვათაშორის ორი ზედმეტი ბილეთი მაქვსო.. ბილეთებიო??? მე და დავითამ ყურები ვცკვიტეთ – ირლანდიელი მასტი აღმოჩნდა, გვანახა  – 170 ევრო აწერია, სახე დამეჯღანა, გულში ვფიქრობ, ცოტას წაამატებს და 200 ევრო უნდა თქვასთქო.

– ” I think 100 euro is good price for this ticket ”

 ორივემ ინსტიქტურად ხელი ჯიბესკენ წავიღეთ, არ გადაიფიქროს ამ კეთილმა კაცმაო, გახარებულებმა ხელი ჩამოვართვით და ერთი კათხა ლუდის მირთმევის შემდეგ ღობის მიღმა უკვე ტრასის პარარელურად მივსეირნობდით, სადაც სულ რაღაც ნახევარ საათში ფორმულა ერთის ბარსელონას გრანპრის კვალიფიკაცია დაიწყებოდა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: