Barca & F1

პარასკევის ლექციებს მოვრჩით, ბარგი ავისხით, სადღაც მეტროს სადგურთან ვინმე ადრიანს შევხვდით, ვისი მანქანითაც ბარსელონაში წავედით. სულ რაღაც 23 ევრო კაციდან ბენზინის წილში შევედით, ესპანეთის საზღვარზე ყოველგვარი გაჩერება-შემოწმების გარეშე გავიარეთ, ცოტაც კიდევ და კატალუნიის დედაქალაქში შევაღწიეთ.

რაღაც ვების საშვალებით ერთ საოცარ ადამიანთან სტუმრობაზე ვიყავი მორიგებული. ხოდა იმ პატიოსან კაცს გეგმები შეეცვალა, დამიმესიჯა – ქალაქიდან გავდივარო, მაგრამ ნუ დარდობ სახლის გასაღებს ჩემი მეგობრის ხელით მოგაწვდიო.

მივწერე პასუხად – დიდი მადლობათქო, ცოტა კი გამიკვირდა, უცხოს ასე ენდო..
ხოდა ის მომენტია ვდგავართ უზარმაზარი ქალაქის რუკასთან და ვეძებთ მისამართს, სადაც ჩვენი მასპინძლის მეგობარს უნდა შევხვდეთ – ესე იგი, მეტროში სულ რაღაც ორ ხაზს გამოვიცვლით, ცოტას ფეხითაც გავივლით, ბოლოს ვინმეს შევეკითხებით, მერე საითღა წავიდეთ. გეგმა დაისახა, დავიძარით.

სულ რაღაც ორი საათის შემდეგ  გასაღებიც მოვიპოვეთ და იმ სახლსაც მივაგენით, რომელის კარებსაც ეს გასაღები ერგება. ბოლო სართული, უფრო სწორედ სხვენი, ერთი კაცისთვის საწოლი, მეორესთვის რაღაც ტახტი, ორს გამოდის იატაკზე მოგვიწევს ძილი, ორ ღამეს ავიტანთ.

მაგრამ მაგას ვინ ჩივის, პატარა კარებით კორპუსის სახურავზე იყო გასასვლელი, მშვენიერი ხედით. პატარა მაგიდა, სკამები, ამოიტანე ლუდი და იჯექი საათობით, თვალისთვის უკეთეს სურათს ვერც ინატრებს კაცი..

მაგრამ ხედებით ტკბობა, ფოტოაპარატის წინ პოზიორობა მალე მორჩა, შიმშილმა წამოყო თავი, კი იყო თორმეტს გადაცელილი, ქალაქს მივაშურეთ. ეფექტი დიდია, ფართო ქუჩები, გრანდიოზული მოჩუქურთმებული შენობები, განწყობაც კარგი მოდის და.. კიდევ უფრო კარგი განწყობა წამოვიდა ბოლო ბოლო ღია ბარსაც რომ მოვკარით თვალი.

თურქული კაფესავით რაღაც შეგვრჩა ხელში. წინდაწინ ვიტყვი მშვენიერ კერძებს ამზადებდნენ და სხვა დროს სხვაგან აღარც წავსულვართ..

ერთ თურქ ბარმენს რომ ვუთხარით ქართველები ვართო, სახე გაებადრა, რავი წარსულში ვინმე კარგ ჩვენებურს იქნებოდა გადაყრილი, “ბიჭო, ბიჭოო” – მისთვის ერთადერთ ნაცნობ ქართულ სიტყვას გვეძახდა და მხიარულად თავს დაგვტრიალებდა.

დანარჩენი მერე იყოს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: