კაი დიდი პაუზის შემდეგ სტრაიკის სათამაშოდ წავედი. მზიანი კაი ამინდი იდგა და კიკეთის ტყეში ავედით ორმოცამდე კაცი სათამაშოდ.
    დაცვაში მომიწია ყოფნა და პასიური შეტევის გადამკიდე ფაქტიურად არაფერი გამიკეთებია. თან იარაღმაც გაახურა საქმე, ბატარეა გამეყინა და პერიოდულად მიწევდა მის გათბობაზე ზრუნვა, აზრზე რომ მოსულიყო. ერთი კაცი მოვკალი და თავად რესპაუნის გარეშე ვითამაშე. 
    კაი იქნება გაცივებას თუ გადავურჩები, ეს ორი დღეა ცოტა ყელი მაწუხებს და მერე ვნახო თუ საქმე გამირთულდა და ამ სამედიცინო კომისიის გავლის წინ გვარიანი გრიპი ავიკიდე.