წვიმიანი ნოემბერი

    თვეები მიება არაფერი დამიწერია.. არც ხდება რამე მოსაყოლად რომ ღირდეს, აღარც ხალისია. აგვისტოს შემდეგ რაც თბილისში მოვბრუნდი, ცხოვრება ძაან ერთფეროვანი გახდა. აღარც ძველებურად თვის ბოლოს დარიცხული მსუყე ხელფასია და ვზივარ ხომლე ძირითადად სახლში.
    ათას წვრილმან რამეს ვედები ელემენტარული შემოსავალი რომ გავიჩინო, მუდმივ სამსახურს ვერ ვშოულობ და არც ისე საქმეებია სტაბილური, რომ თუნდაც ცოტა, მაგრამ მაინც რაღაც შემოსავალი მქოდენს.
    საღამოს ბიჭები თუ შევიკრიბებით, ძველებურად ფეხბურთის სათამაშოდ. ვზივარ დანარჩენი დრო ისე, ცოტას კომპზე ვსწავლობ-ვაკეთებ რაღაცეებს, ცოტას ვუკრავ ხოლმე და გადის ასე დღეები. ხანდახან გიგასთან თუ გადავალ, ჩავრთავთ რაიმე კარგ კონცერტს ან ფილმს, ვზივართ ვუყურებთ, ვუსმენთ ვსაუბრობთ. 
    ეს ორი კვირაა, სამოქალაქო ნავიგაციაში ტესტირებას გავდივარ, სამი ეტაპი გავიარე, ბოლოს უცხოელებთან მქონდა გასაუბრება, დიდია კონკურენცია 30% თუ არის იმის შანსი, რომ დამიძახონ, შეიძლება ნაკლებიც.
    როგორი მშრალი ნაწერიცაა, ისეთივე განწყობაზე ვარ. ამ ნოემბრის წვიმიანმა დღეებმა საერთოდ გაატრაკა რა საქმე, მზიანი დღე მომენატრა