ზაფხული და დასვენება

    ბოლო ხელფასი დასასვენებლად გადავდე. მთელი ერთკვირიანი მზადების შემდეგ, როგორც იქნა ყველა ფორმალობა მოვაგვარეთ და გიოს მანქანით ბათუმისკენ გავწიეთ. ხუთსაათიან დამღლელი მგაზვრობის შემდეგ აჭარას ჩავაღწიეთ და ორი დღით დასარჩენად სასტუმროს ძებნას შევუდექით. არ ვიცი ამ ხალხს რა უდევს თავში, ერთ დღეში უნდათ აიწყონ ცხოვრება თუ რაა ვერ გავიგე. ქალაქის ბოლოშიც კი ღამის გასათევებლად ოთახი ორმოცდაათი ლარი დაგვიფასეს, ბოლოს ისევ ნათესავთან დარჩენა გადავწყვიტე.
    ბარგი დავაწყვეთ, გადავიცვით ზღვაზე გასასვლელად და უკვე მოსაღამოვებულზე მზის ჩასვლისას გავედით სანაპიროზე. ღრუბელს ჰორიზონტის გარდა ცა სრულად ჰქონდა დაფარული, მზე ჰორიზონტიდან იჭყიტებოდა და კარგ განწყობას ქმნიდა, ზღვაც საოცრად თბილი, წყნარი და სასიამოვნო იყო. სანამ კარგად არ შემობნელდა, ზღვიდან ვერ ამოვედი.
    მერე ღამის ბათუმში გავიარეთ, გადათხრილია მთელი ქალაქი, აგვისტოსთვის თუ მოასწრებენ ქალაქის ცოტა მოწესრიგებას. გაცხოველებული მშენებლობა მიდის, გზები აყრილია, ქვაფენილს აგებენ და ალამაზებენ.
    ხვალე ტრაბიზონს გავწევთ, საიდანაც ადანაში გადავფრინდებით და დასვენების მეორე და ძირითადი ეტაპიც იქ დაიწყება.