მწარე წაგება
ივნისი 10, 2009 დატოვე კომენტარი
რვა წელია კურსის მეგობრები ფეხბურთს ერთად ვთამაშობთ და ასე სასტიკად ამ ხნის განმავლობაში ჯერ არ წაგვიგია. გვარიანად ნერვებზე მოთხრილი მოვბრუნდი სახლში, არაფერი გამოგვივიდა თამაშისას: 0-6, 1-6 და ბოლოს ცოტა ვინამუსეთ და 4-2 მოვიგეთ. ჩვენი დარტყმული კარში არ შედიოდა და პასების კეთებაშიც და დაცვაშიც გვარიანად ვცოდავდით. თავი საქართველოს ნაკრების წევრი მეგონა, ყოველ თამაშს უსუსურად და უნამუსოდ რომ აგებენ.
ამას დაუმატე შუა თამაშში კოკისპირული თავსხმის დაწყება, საცვლამდე რომ გაატანა წყალმა და მშრალად არაფერი დატოვა, ხოდა მივიღებთ ფრიად უიღბლო დღეს ჯამში.
ეს ღამე რომ გათენდება, დილაუთენია ბოლოჯერ წავალ სმენაში და მორჩება ჩემი წოწიალი აქეთ-იქით. მაგრად კი მეზარება, თითქოს რა, ერთი კვირის გაძლებაცაა, მაგრამ ეგეც მეზარება უკვე.
კომენტები